ქალი რომელმაც კახეთში 3 ობლად დარჩენილი ბავშვი იშვილა 42 წლის ნათია ჯიყაშვილია. ბავშვებს ორივე მშობელი დაეღუპა, ნათიამ კი გადაწყვიტა ისინი ეშვილებინა. ნათია დაოჯახებულია და წლებია შვილები არ ჰყავდა.ბავშვები შესახებ მან ახლობლისგან შეიტყო, ისინი კახეთიდან თბილისში წამოიყვანა და ახლა მათ მზრუნველობას არ აკლებს.
“ბიძაშვილი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ბავშვებს, რომლებსაც დედა გარდაეცვალათ, მამაც აღარ ჰყავდათ. რა თქმა უნდა, მარტივი არ იყო, მაგრამ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუ წამოვიყვანდით, სამივე დედმამიშვილი უნდა წამოგვეყვანა. ჩავედით, გავიცანით და ერთი თვის შემდეგ უკვე ჩვენთან იყვნენ…” – ამბობს ნათია ჯიყაშვილი ”პალიტრავიდეოსთან”
წყარო:daqali.club