ქალი, რომელსაც ვარკეთილში მოგლეჯილი ხე დაეცა, კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკა “ოპტიმალ მედიში” დაადასტურეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, დაშავებული მათთან 14:13 საათზე 112-მა შეიყვანა. 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და 16:30 საათზე პაციენტი გარდაიცვალა.
წყარო:daqali.club