რუსულ მედიაში გაჩნდა სტატია სათაურით, რომ ვალერი მელაძეს უკრაინის ომის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო ცოლი შორდება. სტატიაში წერია, რომ ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ახლა რთულ პერიოდს გადიან, მალე ცნობილი სახეები განქორწინდებიან. ჭორების თანახმად წყვილს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მელაძემ საჯაროდ დაგმო რუსეთის ხელისუფლების ქმედებები უკრაინაში. ალბინა ჯანაბაევა ქმრის საქციელს უგუნურობად მიიჩნევს – ვკითხულობთ მედიაში.
რეალობა კი სულ სხვანაირად ჩანს. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, ჯანაბაევამ ომი “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით გააპროტესტა. მოგვიანებით კი, როდესაც მისი მეუღლის მისამართით ზეწოლა გაიზარდა, ქალმა გადაწყვიტა, ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჯანაბაევას თქმით, სკანდალს არანაირი გავლენა არ მოუხდენია მის ქმართან ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, ქალმა თქვა, რომ შესაძლოა, მალე კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გახდნენ.
ცნობილ წყვილს, სამი საერთო შვილი ჰყავს. ვაჟები – კონსტანტინე და ლუკა, ასევე ქალიშვილი აგატა. წყვილის უმცროსი შვილი აპრილში ერთი წლის გახდება.
წყარო: dainteresdi.club