რუს ოკუპანტებთან ბრძოლას უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. დაღუპული ბახვა ჩიქობავაა. ის ბექა ხოფერიას ბიძა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბექამ სოც ქსელში თავად დაწერა:
”არ მიყვარს პოსტების წერა მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობფი მისით! პირველი სურათი აგვისტოს ომშია გადაღებული, მაშინ ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და გადარჩა…
პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა ჩემი გმირი ბიძია✊🏻 მიყვარხარ, ვამაყობ და მუდამ ვიამაყებ შენით 😔❤️მშვიდობით ბახუ😔” – წერს ბექა ხოფერია.