კიევის ოლქში, შეტაკებისას ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ცნობით, ქართველები აფეთქებისას, ირპენში დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა.გარდაცვლილები არიან გია ბერუაშვილი და დავით რატიანი. ამ წუთებში დაღუპული სამხედროების ცხედრების გამოყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე.რატიანი და
ბერუაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.ნოდო სიმონიშვილი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილებთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს:“დაჭრილების გამოსაყვანად დროზეო – დაგვიძახეს და რა იცი რა ხდება იქნებ ბოლო სურათია ჩვენთვის, გადავიღოთო. სახეზე კი გვაწერია რა ხასიათზეცა ვართ, ვერ ვუშველეთ” – წერს სიმონიშვილი.
წყარო:statiebi.club