ბათუმი ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია გარდაიცვალა.თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში თეა ვადაჭკორიასთან ერთად აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიავილიც იმყოფებოდა.როგორც ოფიციალურ უწყებებში აცხადებენ, შემთხვევის
ადგილიდან კლინიკაში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.თეა ვადაჭკორიას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა. მის გარდაცვალების ფაქტს მეგობრები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან“უკარგესი, უთბილესი, უმაგრესი თეა ვადაჭკორია დაკარგა ჯერ ქმარმა და შვილებმა, მერე განათლების სამინისტრომ, ბათუმმა , სანათესაომ” – წერს ახლობელი.
წყარო:statiebi.club