უკრაინის გენერალური პროკურატურა თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“პროკურორები, თქვენი ტელეგრამის არხის შინაარსის გაანალიზების შემდეგ, უკიდურესად გაოცდნენ – თქვენ ხართ კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი “გამავრცელებელი”.
მაგალითად, 2022 წლის 24 თებერვალს თქვენს მიმდევრებს ასეთი აზრი შესთავაზეთ: “უკრაინის სახელმწიფო ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდება, თუკი ზელენსკი და უმაღლესი რადას ის დეპუტატები, უკრაინის პოლიტიკოსები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ უკრაინის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას, დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას. ვფიქრობ. იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდება, ოპერაცია დაიწყო”.
დარწმუნებული ვარ, პროფესიონალი ხართ და კარგად იცით, რომ თქვენი მოწოდება დანაშაულია. თქვენი საპროცესო სტატუსი უკრაინაში არის პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში. უახლოეს დღეებში უკრაინელი პროკურატურა დაიწყებს თქვენს საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცესს. უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა. თუ თქვენ ეცდებით სხვა ქვეყნების საზღვრის გადაკვეთას, შესაბამისი ორგანოები დაგაკავებენ უკრაინაში ექსტრადირებისთვის.” – წერს უკრაინის გენერალური პროკურორი.
წყარო: daqali.club