თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ, პოლიტიკოსის შვილი, კახა მეჭიაური სოციალურ ქსელში წერს.
მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. თამაზ მეჭიაური მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.
“მამა გარდამეცვალა” – წერს კახა მეჭიაური.
შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაური კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა.