მომღერალი სოფო ნიჟარაძე გადაცემა „ვანოს შოუს“ სტუმრობდა, სადაც მის ქალიშვილზე, ელის მარია სააკაშვილზე ილაპარაკა.“ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ცელქი გახდა. მას შემდეგ, რაც სცენაზე ავიდა საახალწლო გადაღებების დროს, სულ მაგიდაზე დგას და იქიდან გვაკონტროლებს, თითს გვიქნევს, ასე ვყავართ დაჩაგრულები.ჩვენი უფროსია, უფროსობა უყვარს,
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.. სწრაფად დადის, დაადებს თავს და მიდის.
ჩქარა-ჩქარა უნდა ყველაფერი. 3 ენა ესმის და ალბათ აირია. ქართული ინგლისური და რუსული”, – ამბობს სოფო ნიჟარაძე.
წყარო:ambavi.club