თაკო ტაბატაძე უკვე წელიწადზე მეტია, რაც აქტიურ სამსახიობო ცხოვრებას ეწევა. ახლახან კი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა, სადაც საკმაოდ თამამი როლი აქვს. თაკოს გმირი ერთ-ერთი პოლიტიკოსის საყვარელია.რამდენიმე ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, პროფესიული ტრავმა მარტივი არ აღმოჩნდა.
– თაკო, ფეხის ტრავმაზე მოგვიყევი, რატომ მოხვდი საავამდყოფოში?
– რეპეტიციაზე, ცეკვის დროს, მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე. წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მქონდა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. პანდემიის გამო ვერ ვახერხებდი ცეკვას და როგორც ჩანს, ჩემი ორგანიზმი მოუმზადებელი აღმოჩნდა მსგავსი დატვირთვისთვის. ჩემთვის ფიზიკურ ტკივილზე ბევრად უფრო მტკივნეული იყო იმის მოსმენა, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვეღარ შევძლებ სრულფასოვან დატვირთვას. მე ძალიან აქტიური ცხოვრების რიტმი მაქვს.ვზრდი ოთხ საოცარ გოგონას, მაქვს რეპეტიციები, გადაღებები, რაც მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთანაა დაკავშირებული. ჩემთვის უფუნქციოდ ყოფნა საშინლად დამთრგუნველია, მაგრამ ემოციურად ძალიან დამეხმარა ის, რომ მიუხედავად ფიზიკური ტკივილებისა ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. მაინც ვახერხებდი გადაღებებსა და რეპეტიციებზე სიარულს.
წყარო:ambavi.club