გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია ბაღაშვილის ყოფილ ცოლს ახალი რჩეული ჰყავს, რამაც ხალხში დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გამოცემა “ამბები.ჯი” დღეს დაუკავშირდა თაკო ტაბატაძეს და როგორც გამოცემა წერს თაკო ტაბატაძემ ბაღაშვილთან დაშორების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ უკვე მესამე წელია ქმართან დაშორებულია.
“მინდა გითხრათ, რომ მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები ჩამოგვიყალიბდა და ამიტომაც გადავწყვიტეთ ცალკ-ცალკე გაგვერძელებინა ცხოვრება, თუმცა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ჩვენ გვყავს 4 საოცარი გოგონა, რომელთაც ერთობლივი ძალისხმევით ვზრდით და ყველანაირად გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. პატარები ჩემთან არიან და ჩემი მთავარი ამოცანა მათი აღზრდაა, მაგრამ გია მაქსიმალურ დროს ატარებს ბავშვებთან და მეც ყველანაირად ვუწყობ ხელს ამაში.ჩვენი გაშორების ფაქტის საჯარო გამომზეურებაზე სწორედ იმ მიზეზით ვთქვით უარი, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი სტრესი აგვერიდებინა.” – განაცხადა თაკომ