85 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს. სამწუხარო ინფორმაცია სულ ახლახანს გავრცელდა.
რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1972 წელს რეზო ამაშუკელის ლექსების კრებული გამოვიდა რუსულ ენაზეც. პოემისათვის “ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).
წყარო:niustv.club