”ალექსანდრე საქართველოში ბევრ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობდა, სადაც არ აძლევდნენ თავის შესაძლებლობების გამოჩენის საშუალებას და ყოველთვის გულს სტკენდნენ.მახსოვს, ერთხელ ალექსანდრე ერთ-ერთ პროექტიდან რომ დაითხოვეს. იქ მყოფმა ერთმა ადამიანმა უთხრა, შენ ისედაც ისეთი ძლიერი ხარ ყველგან პირველი იქნები, წადი სხვა ქვეყანაში, დააცადე სხვებსაც, მათაც ხომ უნდათ გამარჯვებაო.
ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ ალექსანდრეს ჰყავს უბრალო მშობლები და ყოველთვის ვხედავდი, როგორ აფასებდნენ ბავშვებს მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებით და არა ნიჭით საქართველოში. სხვა ქვეყანაში კი ასეთი რამ არ ხდება.ახლა ჩემი შვილი ამერიკაში ჯორჯ ვაშინგტონის სკოლაში სწავლობს. თან საბუთს ელოდება, რომ დროებით ჩემს სანახავად დაბრუნდეს საქართველოში. მომავალში ამერიკაში მოღვაწეობას და ცხოვრებას აპირებს.” – აცხადებს ალექსანდრე ზაზარაშვილის დედა
წყარო:statiebi.club