ხელვაჩაურში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მამაკაცმა ცოლ-შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. მოკლული ბიჭი 21 წლის ლევან საგინაძეა. როგორც მედიაში ვრცელდება, თემურ საგინაძეს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.როგორც სოფელ ჭარნალის რწმუნებული ამბობს, ეს ტრაგედია საგინაძეების ოჯახში წუხელ დატრიალდა. თემურ საგინაძემ მკვლელობა ჩაიდინა, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ მისი ცოლ-შვილი. მკვლელობის შემდეგ მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
წყარო:daqali.club