კოვიდით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. დაღუპული ბაკო სალაყაიაა. ის 6 თვის ფეხმძიმე იყო. მისი მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანიდან ორ დღეში დამძიმდა და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. სამწუხაროდ მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ საკეისროს შემდეგ ქალი ისე გარდაიცვალა, შვილის ნახვაც ვერ მოასწრო.
”სისხლი გამეყინა …სიტყვებს ვერ ვპოულობ …ბაკო, ჩემს თვალწინ გაიზარდე როგორი ლამაზი და თბილი , ყურადღებიანი, მოსიყვარულე იყავი …ამ. ვერაგმა სენმა მოგისწრაფა სიცოცხლე …როგორ მეწვის გული… 😭😭” – წერს ერთ-ერთი ახლობელი.
როგორც გარდაცვლილის ახლობელი ამბობს, საკეისროს შემდეგ პირდაპირ ინკუბატორში გადაიყვანეს ბავშვი, ბაკო ისე დამძიმდა, არ უნახავს შვილი.