ესპანეთში მოღვაწე ქართველი სოპრანო ლალი ჭილაია გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ქართველი სოპრანოს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. როგორც მეგობრები წერენ, აღნიშნული პრობლემების გამო რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში მოხვდა და ოპერაციას გეგმავდა.
მათი ცნობით, ლალიმ ბოლო საუბრისას უთხრა, რომ ორშაბათს კლინიკიდან გაწერდნენ. თუმცა გუშინ ჩატარებული ოპერაციის დროს ჭილაიას გული გაუჩერდა.
“მე ლამაზი მეგობარი მყავდა… აღარ არის ჩემი ლალი ღმერთმა ნათელში გამყოფოს.ვიცი ასეც იქნება იმდენი სიკეთე გაქვს დათესილი. არ მჯერა და სიტყვებს ვერ ვპოულობ. მსოფლიოს ყველა კუთხიდან გამაგებინეს შენი ამბავი… რეპეტიციიდან რომ დავბრუნდი, მთელი მადრიდი მირეკავდა” – წერს თეა დემურიშვილი.