“რა ვიცოდი მთელ მსოფლიოს თუ მოედებოდა უბრალოდ მესიჯი გავუგზავნე როგორც მეგობარს..” – ნახეთ რა გაუვრცელა მამუკა ხაზარაძემ თემურ ჭყონიას

0

მას შემდეგ რაც არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს მუნიციპალიტეტი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. რამდენიმე ბიზნესმენმა წალენჯიხაში ახალი საქმის დაწყების სურვილიც გამოთქვა, მათ შორის იყო თემურ ჭყონიაც.
ამ ფაქტს პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, თუ რა მისწერა მას თემურ ჭყონიამ.

ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მას ჭყონია, „წალენჯიხაში წაყოლას დაჰპირდა“, მოგვიანებით თავად თემურ ჭყონიაც გამოეხმაურა.

„მესიჯი გავუგზავნე, კაცო. რა ვიცოდი, მთელს მსოფლიოს თუ მოდებდა?! მესიჯი გავუგზავნე, რომ მერი რომ დაიწყებს მუშაობას, ვაპირებ ჩასვლასთქო . მამუკა ჩემი მეგობარია და ჩვეულებრივ, როგორც მეგობარს მივწერე. რა ვიცოდი, ახლა აივანზე თუ გადმოდგებოდა?!

ჩემს თავს დავუსვი კითხვა, რადგანაც წალენჯიხაში ვინაიდან მერი ასეთი აქტიური სპორტსმენია, შეიძლება თუ არა რაიმეს გაკეთება და შედეგის მიღება. ვისაც ეს საკითხი პოლიტიკურ ქვეტექსტში გადაჰყავს, არის ჩამორჩენილობის ყველაზე დიდი დოზა“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
წყარო:daqali.club

Share.