გუშინ საბურთალოზე სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს დაწყებული.
მეზობლების ინფორმაციით, საბურთალოზე მოკლული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. როგორც ისინი ჟურნალისტებთან ამბობენ, ქალი გაზაფხულის ქუჩაზე ქირით, შვილთან ერთად საცხოვრებლად ახლახან გადავიდა.
საინტერესოა ისიც რომ ანასტასია 1 წლის წინ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარიც იყო: