საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გამოქვეყნებას ეხმიანება და წერს, რომ ვიდეო, რომელიც სააკაშვილის საყვარელმა ქალმა, ლიზა იასკომ გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ, ექსპრეზიდენტმა გააზიარა, მისთვისაც მოულოდნელი იყო.
“მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე.
არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.
პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ”, – წერს სანდრა რულოვსი.