ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ბათუმშია.
“ეს არის ჩემი ბათუმი, 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს. თუ ენმ არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს.
[…] აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ, მე ყველაფერი გავრისკე, ჩემი სიცოცხლეც, თავისუფლებაც, ყველაფერი, რათა ჩამოვსულიყავი აქ. მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე. შეხვედრამდე სულ მალე თბილისში”. – ამბობს სააკაშვილი ვიდეოში.
ვიდეო: