გუშინ ვერაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას 8 ტყვია მოხვდა.
როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.
ფეისბუქზე ამ ამბით შეძრწუნებული მისი უფროსი მეგობრები ავრცელებენ პოსტებს:
ნინო ზამბახიძე:
“ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”.
ხათუნა მაღლაკელიძე:
“1999 წელი იყო განსაკუთრებული დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუშინ ქალაქის ცენტრში ჩამიცხრილეს ნიკო! ყველაზე ნათელი გონების ადამიანი, ჩვენი იმედი… რომ ვეუბნებოდი ამას, იცინოდა, – გაჩერდიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარტო ჩვენ არა, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი! გამთენიისას გარდაიცვალა 9 ტყვიით! რა გითხრათ, მე მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად და არ ვიცი ამ დამპალ ქვეყანას როგორ ვანდო ჩემი შვილის ცხოვრება!! ან თქვენ როგორ უნდა იყოთ მშვიდად აქ, არ მესმის!!!”