ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა, რომელსაც 8 ტყვია ესროლეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავადმყოფოში ადასტურებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელია 8 ტყვია მოხვდა. თავდამსხმელი ბიჭს ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა, კორპუსთან დაწყებული კონფლიქტი სროლით დასრულდა. მკვლელმა ბიჭს 9-ჯერ ესროლა და ნიკოლაძის ქუჩიდან ავტომობილით მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო.
„ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპული განათლება-მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია – feeds შექმნა.
მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი, ბოლოს მაინც, – სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-მეთქი. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს და 8 ტყვია დააცალეს!
ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ, ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან – ასეთ ნიკოს“, – წერს ნინო ზამბახიძე.