ცნობილი ხდება იმ ქართველების ვინაობა, რომლებმაც ერაყის ქალაქ დიუოკში შეიხის სახლი გაძარცვეს და 2 მილიონ 600 ათასი დოლარი, ასევე 4 კილო ოქრო მოიპარეს.
ვინმე მარიკამ, 3 სექტემბერს სამ თანამზრახველთან ერთად შეიხის სახლში მასშტაბური ძარცვა განახორციელა.
პოლიციამ ნაქურდალი ამოიღო, თუმცა ქალის დაკავება ვერ მოახერხდა, რადგან მან ქვეყანა დატოვა.
აღნიშნულმა ფაქტმა ქართველ ხალხში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი მას ”მარიკა ესებუას”-აც კი უწოდებს. თუმცა სინამდვილეში ქალის გვარი უცნობია…
ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.