“ნამდვილი გმირი” – სწორედ ასე მოიხსენიებენ პილოტ თემურ თოლომაშვილს, რომელმაც დღეს ქვეყანა უდიდესი ტრაგედიისგან იხსნა. თბილისი-ვენის ავიარეისს აფრენიდან მალევე ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თვითმფრინავი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში თბილისის ცაზე დაფრინავდა, საბედნიეროდ, პილოტმა მისი უსაფრთხოდ დასმა შეძლო.
თემურ თოლომაშვილის გმირობის ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გახდა ცნობილი.
თამარ მერლანი და თემურ თოლომაშვილი შვილს ათი წელი ელოდნენ. ამის შესახებ თამარი ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს:
“10 წელი ველოდებოდით ნეკოს. შემოდგომის წვიმიან დღეს დაიბადა ჩემი გაზაფხული. განსაკუთრებული გოგოა. თავზე ნიშნით დაიბადა და ვხუმრობთ ხოლმე, რომ უფალმა ვარსკვლავი მოწყვიტა და ჩვენთან გამოუშვა. ნეკო ნამდვილად არის უფლის საჩუქარი. სიკეთით სავსე გოგოა, თვალებში ციმციმა ვარსკვლავებით”, – ამბობს თამარ მერლანი.
წყარო: ambavi.club