თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.
კოვიდით გარდაცვლილი ქალი 19 წლის ნორა თევზაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„რატო დატოვე შენი პატარები ნორი, ჩვენ ასე ნაადრევად რატო გამოგვაკლდი, მეორე შვილი არც კი გინახავს… მეიმედებოდა რომ ნახავდი“ – წერს სოციალური ქსელში გარდაცვლილი გოგონას ახლობელი.
წყარო: ambavi.club