უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ოზურგეთის რაიონ სოფელ ბახვში. კორონავირუსმა ახალგაზრდა და-ძმა ეკა და კახა ბოლქვაძეები იმსხვერპლა. 3 აგვისტოს და გარდაიცვალა, დღეს კი ძმა.
და-ძმის გარდაცვალებას გამოეხმაურა ბახვის სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე.
„ჩემი პატარა სოფლისთვის მოიცალა სიკვდილმა, ზედიზედ წაიყვანა საუკეთესო და გამორჩეული ახალგაზრდები, კახა ბოლქვაძე სულ ახალი თავზარდამცემი ტკივილია!!! რამდენიმე დღის წინ მისი ულამაზესი, სიცოცხლით სავსე და ეკა იმსხვერპლა კოვიდმა, ახლა კახა…
კახა გამორჩეული იყო თავისი ზნესრულობით, უწესიერესი და უკეთილშობილესი, ღვთისმოსავი, საუცხოო შვილი, საიმედო მეუღლე და დასაყრდენი ვერიკოსთვის და არაჩვეულებრივი მამა ასეთ კახას იცნობდა ყველა. თვალწინ მიდგას როგორ მოჰყავდა საზიარებლად ხელში ატატებული მისი მერცხლები.
სიტყვები სადღაც გაფრინდა, ვერ ვახერხებ ნუგეში ვცე სიბერეგამწარებულ მშობლებს, ასევე უპატიოსნეს და უკეთილშობილეს ადამიანებს.
ხუთი ობოლი შვილიშვილი დარჩა ეკასგან და კახასგან მათ იმედზე, ძნელია კიარადა უძნელესი… ვუსამძიმრებ ოჯახს, მთელს სოფელს, ბახვის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლს, გლოვის დრო დაგვიდგა… ნათელი დაუმკვიდროს უფალმა კახას სულს!” – წერს მზია ვაშალომიძე.