ცნობილი ბლოგერი მარგო ლესკო სოციალურ ქსელში უბედური შემთხვევის შესახებ წერს, რომლის მიზეზიც კლინიკებისა და რეანიმაციული განყოფილებების კოვიდპაციენტებით გადატვირთულობა გახდა.
“ნაცნობის დედა კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა. გონება დაკარგა. დილიდან დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში და არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო. საღამოს გვიან სადღაც გათავისუფლდა ადგილი, ოპერაციაც დაიგეგმა, მაგრამ გვიანი იყო უკვე. გარდაიცვალა.
მთელი დღე დაიკარგა ხალხო, თავდარტყმულ გათიშულ ქალს საათობით ანჯღრევდნენ მანქანით. აქ მარტო კოვიდიანების გადაყვანა არ გადაყვანაზე აღარაა ლაპარაკი, ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში. აღარც კლინიკაა საკმარისი, აღარც ექიმი და ექთანი და აღარც მათი ენერგია. ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი”, – წერს ბლოგერი.
წყარო: daqali.club