“ვტიროდი საათობით ეს რომ გავიგე,მოხუცი ბაბუა წაუყვანია საავადმყოფოში და..” – ნახეთ ნიკა ქავთარაძე უმძიმეს ამბავს აქვეყნებს

0

მსახიობი ნიკა ქავთარაძე შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:
„ზესტაფონში, ჩემს უბანში ძალიან ბევრი ბავშვი ვიზრდებოდით ერთად. ამ დიდ უბანში ყველას ყველა გვიყვარდა, და-ძმებივით ვიყავით, მაგრამ იყო ერთი ოჯახი, მამია დუგლაძის ოჯახი. მამიას ცოლი თინა, მაჭავარიანის ქალი იყო, როგორც ჩემი ნორა. ერთი სოფლიდან იყვნენ, ლახუნდარიდან. ჩვენსავით ერთად გაზრდილებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. სასწაული ხალხი იყო, საოცარი იუმორით. ვგიჟდებოდი მაგათთან მისვლაზე.

მაგრამ ბავშვები, რომლებიც დუგლაძეებში ცხოვრობდნენ ჩემზე პატარები იყვნენ, ჩემ ძმასთან ერთად იზრდებოდნენ. მაშინ ასაკში 5,6,7 წელრ განსხვავება, ძალიან ბევრს ნიშნავდა. ამიტომ ფაქტიურად ჩვენ ვზრდიდით.

მამიას ორი შვილი ჰყავდა – ვალერი და თამილა. ვალერი ზესტაფონში ცხოვრობდა, თამილა თბილისში.

ამ ოჯახში ჩამოდიოდა ხოლმე ერთი ძალიან ლამაზი, ძალიან ძალიან საყვარელი შვილიშვილი გოგა.

ეს საოცრად თბილი ბიჭი. მართლა ჩემ ხელში გაზრდილი ბავშვი. ჩემზე 5 წლით იყო პატარა. ძალიან მიყვარდა და იმას ძალიან ვუყვარდი.

გუშინწინ დილით გავიგე, რომ ეს საოცარი ბიჭი კოვიდმა მოკლა. რამდენიმე საათი ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ყველაფერი მახსენდებოდა. თავისი კოვიდიანი ბაბუა, მამია წაუყვანია საავადმყოფოში და იქ შეეყარა ეს საშინელი ვირუსი. ბაბუა გამოჯანმრთელდა, გოგა გარდაიცვალა.

ძალიან მოხუცმა ბაბუამ არ იცის, რომ შვილიშვილი მოუკვდა. ვერ გადაიტანს ამ საშინელ ამბავს. გოგა რამდენიმე დღეში 38 წლის გახდებოდა, რომ არა კოვიდი…”, – წერს ნიკა ქავთარაძე.

Share.