“გლოვობს მთელი თბილისი,3 დღის წინ შვილი გარდაიცვალა, დღეს კი დედა დაიღუპა, მთელი ოჯახი დაიქცა..” – ნახეთ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი

0

3 დღის წინ კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა სტომატოლოგის დედა, რომელიც კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით მკურნალობდა, გარდაიცვალა.
75-წლამდე ასაკის ნინო ფილიშვილს, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარდაცვლილი დედა-შვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუედან არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, ფილიშვილების ოჯახში მხოლოდ მამაკაცი დარჩა.
„უდიდესი ტრაგედიაა, ჯერ შვილი დაიღუპა, ახლა დედა. მხოლოდ მამაა ოჯახში და ერთი და, რომელიც გათხოვილია.

ჭორი გაავრცელეს, ვითომ აცრით გარდაიცვალა. ფაიზერს ელოდებოდა და დარეგისტრირება ვერ მოასწროო, მისი და ამბობდა. დედას ხვალ დაკრძალავენ. არაჩვეულებრივი ოჯახი დააქცია, ამ საშინელმა ვირუსმა“, – თქვა „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ახლობელმა.

ახალგაზრდა სტომატოლოგი, ლელა ფილიშვილი კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ფილიშვილი ვაქცინაციის შედეგად დაიღუპა.

ფოტო პირობითია

Share.