“პროკურორი ბიძა რომ მყოლოდა ალბათ..” – ნახეთ ლუკა სირაძის დედის პირველი კომენტარი მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვებაზე

0

ყოფილი გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლებას 2019 წელს დაღუპული ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე გამოეხმაურა. ის აღნიშნავს, რომ ჩოლოიანს სასჯელის ის ზომაც კი არ ჰქონდა მისჯილი, რომელიც ეკუთვნოდა, ახლა კი ის თავისუფალია.
„ოჯახში ვინც დავრჩით, დედაც და ძმაც, ესენიც გაგვანადგურეს. სუნთქვის საშუალებაც კი წაგვართვეს, რომ იტყვიან. ცხოვრებაზე ხელი უნდა აიღო. სამართალი სად უნდა ეძებო თურმე?

ჯერ ისედაც არ იყო შეფარდებული ის, რაც ეკუთვნოდა… ბიძა რომ მყოლოდა პროკურორი, ნათესავი მყოლოდა, კიდევ გამოიძიებდნენ და უმაღლეს სასჯელს ალბათ.

მე ასე ვფიქრობ, რომ თავიდანვე იყო მოლაპარაკება. გააჩუმეს, ჩასვეს, შენ მალე გამოგიშვებთო. რაც იქნებოდა, ყველანაირად იცოდნენ, თორემ ამას რაღად უნდოდა მეტი გამოძიება? ისედაც გამოძიებული იყო ყველაფერი.

ასეთი გამწარებული დედა… ხალხი, ყველა გამოგვყვებოდა. მთელი თბილისი კი არა, მთელი საქართველო გვერდით დაგვიდგებოდა, მაგრამ დაგვაჭირეს წიხლი, გაგვანადგურეს”, – თქვა მან „ტვ პირველთან” საუბრისას.

Share.