“არ ვიცი დღეს რა დღეა,აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა,მხოლოდ შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს..” – ნახეთ თამუნა თანდაშვილის წერილი რეანიმაციიდან

0

ავიაციის ექსპერტი თამუნა თანდაშვილი რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულია, სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს, სადაც წერს, თუ რა ხდება რეანიმაციულ განყოფილებაში:
„დღეს რა დღეა, რა თარიღია, არ ვიცი, აქ ყველაფერი ნემსიდან ნემსამდეა. პროცედურიდან პროცედურამდე. პატარა ექთანი გოგოები და ბიჭები თვალებში გვიყურებენ, თვალი არ მოუხუჭავთ, ერთხელ არ დაეზარათ არაფერი.
ისუნთქე, ისუნთქე, ისუნთქე მიდი!
აქ მართლა შინაგანი მგელი თუ გადაგარჩენს!

გაგიკეთებენ ჰანიბალ ლექტორის მასკას და უნდა გაძლო!

რეანიმაციაში ვარ და ვიცი რომ აქ არ დავრჩები, გამოვძვრები და პირველივე შესაძლებლობაზე ავიცრები!

იმდენი ადამიანი მწერთ, სირცხვილია ყურების ჩამოყრა!

აიცერით რა,“ – წერს თამუნა თანდაშვილი.

Share.