“მქონდა ხილვა, ლია გარდაიცვალაო..” – ნახეთ სამწუხარო ამბის სათქმელად მისულებს, მგალობლის სიკვდილი პატრიარქმა თავად აუწყა

0

“კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია.
ცნობისთვის, ლია სალაყაია ბოლოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრში გალობდა. ის იყო პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.
2019 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

„საოცარია. თავად უწმიდესმა მითხრა ეხლა, რომ ხილვაში ვნახეო, რომ ლია გარდაიცვალაო. მითხრეს, ლია წავიდაო.
ჯერ არ ჰქონდათ მისთვის ნათქვამი და მან იხილა მასთან ამ ამბის საუწყებლად მისულ ადამიანებს, აქით უთხრა ეს…
სამებაში იქნება პანაშვიდი ხვალ. შაბათს გამოსვენება და სამთავროში დაიკრძალოსო, უწმიდესმა ბრძანა“- წერს საპატრიარქოს მსახური სოციალურ ქსელში.
წყარო:spnews.io

Share.