“ჩემი ხელით დავმარხავ ამ კაცს,გპირდები სამართალი იზეიმებს..” – ნახეთ რა პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი ავსტრალიელი მასწავლებლის მეგობარი ბიჭი

0

თბილისში გარდაცვლილი ავსტრალიელი გოგოს, შანაე ბრუკის გარდაცვალების საქმეზე ცნობილი ალბანელი დიჯეი, მუდი ელ საიდი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შანაესთან მას 2 წლიანი, სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
ამასთანავე, გარდაცვლილის მეგობარი ბიჭი წერს, რომ ისინი დაოჯახებასა და თანაცხოვრებას საქართველოში გეგმავდნენ, თუმცა, ეპიდვითარებამ ამ პროცესს ხელი შეუშალა.
მუდი ელ საიდი შანაეს მკვლელზე შურისძიებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მას ცხოვრებაში ერთადერთი მისია აკისრია – მოკლას ის ადამიანი, რომელმაც შანაეს სიცოცხლე წაართვა.

„ჩემს ცხოვრებაში ერთი მისია მაკისრია – მოვკლა ადამიანი, რომელმაც შანაეს სიცოცხლე წაართვა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, გაატარებს თუ არ მკვლელი დარჩენილ სიცოცხლეს გისოსებს მიღმა, სამართლიანობა იზეიმებს და ის დაიტანჯება ისე, როგორც შანაე აწამა.
ჩემო სიყვარულო! სამართლიანობა იზეიმებს – ამ კაცს ჩემივე ხელით დავმარხავ, ამას გპირდები. საქართველოში ჩამოსვლას დაუყოვნებლივ ვაპირებდი, მაგრამ იმის გამო, რომ ვაქცინირებული არ ვარ, ქვეყნის დატოვების უფლება არ მაქვს,“- წერს მუდი ელ საიდი.წყარო:ambavi.club

Share.