“ავსტრალიელი მასწავლების სავარაუდო მკვლელი იდენტიფიცირებულია..” – ნახეთ ექსპერტიზა დასრულებულია

0

შანაე ბრუკის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებულია. ავსტრალიის მოქალაქეს, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ მოკლეს, სამშობლოში უახლოეს პერიოდში გადაასვენებენ.
ამ დრომდე საქართველოში იმყოფება ბრუკის ძმაც. ის სამართალდამცველებმა სხვა პირებთან ერთად უკვე გამოკითხეს.
წინასწარი მონაცემებით, 31 წლის ქალის განზრახ მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ცნობისთვის, ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

Share.