“კახი უცნაურად მექცეოდა მისთვის მინდოდა რომ დამემალა, მაგრამ მივხვდი რომ იცოდა..” – ნახეთ რას უმალავდა ანუკი არეშიძე კახი კალაძეს

0

ანუკი არეშიძის და კახა კალაძის წყვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. წყვილს ოთხი ვაჟი ჰყავს.
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ რამდენიმე თვის წინ გადაცემა „სთორიში“ განაცხადა, რომ როდესაც
მეოთხე ვაჟს ნიკოლას ელოდებოდა, დანარჩენმა სამმა მისი ორსულობის შესახებ გაიგო, მხოლოდ როცა მეექვსე თვეში იყო, თუმცა სქესს ყველას უმალავდნენ.

„მინდოდა, რომ კახასთვის დამემალა. ისე მოხდა, რომ ექიმმა კახას დაურეკა და უთხრა, ყველაფერი კარგად არის და გილოცავთ, ესეც ბიჭიაო. სახლში რომ მოვიდა, რაღაცნაირად მექცეოდა და მივხვდი, რომ ექიმს ჰქონდა დარეკილი, რადგან იმ დღეს მეილზე პასუხს ველოდი. არადა, ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ სქესს არ გავიგებდით“, – იხსენებს ანუკი არეშიძე

Share.