“ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობ,დეპრესიაში ჩამივარდა, ემოციური ფონი აქვს..” – ნახეთ რას ამბობს ნინი ქარსელაძე ზურა ხაჩიძეზე

0

ნინი ქარსელაძე დიდი ხანია, რაც მედიაში არ გამოჩენილა. დედის ავადმყოფობის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებს. ამჯერად დუმილი რადიო “ფორტუნა პლუსის” გადაცემა “ვიზიტორში” დაარღვია და ხათუნა ჟორდანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა:– ხათუნას ამბების შემდეგ სხვანაირი გავხდი. ვცდილობ, ჩრდილში ვიყო მიმალულად. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ერთი “ეს-ემ-ესი” მაინც გამოგვიგზავნა, თქვენ ჩვენ ძალიან დაგვეხმარეთ. აი, ცოტა დავაყენო ფეხზე ხათუნა და შემდეგ ჩავებმები ისევ აქტიურად ყველაფერში. ზურას უფრო მეტად აქვს ემოციური ფონი, მე უფრო ბევრ რამეში გამოვიწრთე.

ხათუნას დიაგნოზი ყველამ სხვადასხვანაირად მიიღო. ისე ღრმად არავინ იცოდა ყველაფერი, როგორც მე. ონკოლოგიურ თემებში თავიდან ბოლომდე გავერკვიე, დისერტაციის დაცვაც კი შემიძლია უკვე ამ თემაზე. ზურა ისეთ დეპრესიაში ჩამივარდა, რომ აქეთ ხათუნას ვუვლიდი, იქით ზურას ფეხზე დაყენებას ვცდილობდი. ყველაზე ძლიერი მე აღმოვჩნდი.

არადა, მთელი ცხოვრება იმას ვამბობდი, რომ სუსტი ფსიქიკა მქონდა. მე მგონი, ჩემს ოჯახში ყველაზე მყარი ფსიქიკა მე აღმომაჩნდა. უცნაურად ჟღერს, ღმერთს მადლობა ამ განსაცდელისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. პირველი ის არის, რომ მივედი ღმერთთან, ეკლესიაში მივედი და ამ ყველაფრის დამსახურებით გავიარე ეს განსაცდელი. სწორი გამონათქვამი ყოფილა, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო.

იმაზე ძლიერი გავხდი, ვიდრე ოდესმე ვინატრებდი. ჯერ კიდევ დიდი პროცესი გვაქვს გასავლელი, რომ ეს დაავადება საბოლოოდ დავამარცხოთ, მაგრამ შედეგი ძალიან კარგი გვაქვს ამ ეტაპისთვის, მადლობა ღმერთს. ძალიან რთული პერიოდი იყო. მამაჩემის გასვენებიდან ზუსტად ერთ კვირაში გავიგე დედაჩემის დიაგნოზი. თქვენი ეთერის საშუალებით ყველა ონკოლოგიურ პაციენტს მინდა მივმართო, რომ რა დიაგნოზითაც უნდა წამოხვიდეთ ექიმისგან, იცოდეთ, რომ რწმენით ყველაფრის დამარცხება შეიძლება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.წყარო:ambavi.club

Share.