“შენთან მინდა ზურა,ვეღარ ვუძლებ,სხვა მეტი არაფერი მინდა..” – ნახეთ რა წერილს აქვეყნებს ზურა ბაკურაძის მეუღლე

0

ზუსტად ერთი თვის წინ, 23 ივნისს, მოულოდნელად ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ზურა ბაკურაძე დაიღუპა. სრულიად საქართველომ დაიტირა უსაყვარლესი ზურა ნამდვილი ქართველი. ახლახანს სოც ქსელში ზურას მეუღლემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ერთი თვე… ტკივილი რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს… სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი… უსაშველოა ეს, ყველაფერი.

ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა…

ღმერთო, რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო… რატომ? რატომ?

მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ. შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან. სხვა, მეტი არაფერი…” – წერს ნათია “ფეისბუქზე”.

Share.