“ახალგაზრდა გოგონას მუცელი საოცრად ეზრდებოდა, ეგონა რომ ტყუპებს ელოდებოდა, მაგრამ..” – ნახეთ ეხოსკოპიაზე დაუჯერებელი რამ მოხდა

0

როდესაც ახალგაზრდა წყვილმა გაიგო, რომ მათ მალე პატარა ეყოლებოდათ, სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყვნენ.
მათ უკვე ჰყავდათ ერთი ბიჭი, მაგრამ ყოველთვის ოცნებობდნენ დიდ ოჯახზე.
ექიმთან პირველი ვიზიტის შემდეგ შეიტყვეს, რომ ტყუპები ეყოლებოდათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ალექსანდრა სხვა სპეციალისტთან მოხვდა, რომელმაც შოკისმომგვრელი ამბავი ამცნო:

ექოსკოპიის პასუხის გაგების შემდეგ გოგონა მოულოდნელად ატირდა. მისი გაგება ნამდვილად შეიძლება. აღმოჩნდა, რომ გოგონა არა ორს, არამედ სამ ბავშვს ელოდება. თუმცა ესეც არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალექსანდრას მუცელში 4 ნაყოფი ჰყავდა.

ამასობაში მუცელი უფრო და უფროეზრდებოდა. ბოლო ულტრაბგერითმა გამოკვლევამ გოგონას საშვილოსნოში 5 ნაყოფი დააფიქსირა!

მშობიარობა ზაფხულში უწევდა. მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა, მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

ასე გახდა ალექსანდრა ერთ დღეში 5 შვილის – ერთი გოგოს და 4 ბიჭის დედა.

მშობიარობის დროს მამა სხვა ქალაქში იყო. ალექსანდრას ეგონა, რომ მეუღლე ვერ მოასწრებდა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდით მდგარიყო. მაგრამ მან მოასწრო ჩამოსვლა და მათ ერთად გაიზიარეს ეს დიდი სიხარული.

“მთელი გზა ვტიროდი, რადგან მეგონა, ვერ მოვასწრებდი და გამოვტოვებდი პატარების დაბადებას”, – იხსენებს მამა.

ჩეხეთის რესპუბლიკაში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბუნებრივი გზით ერთდროულად 5 ახალშობილი გაჩნდა ხუთივე ბავშვი დროული და ჯანმრთელი დაიბადა

ეს არ არის ბავშვების ის რაოდენობა, რაზეც ოცნებობდა ახალგაზრდა წყვილი. თუმცა ამბობენ, რომ არაფერზე არ გაცვლიდნენ ამ დიდ ბედნიერებას.

შანსი 5 ტყუპის ჩასახვისა, 47 მილიონიდან ერთს შეადგენს. თან ხუთივე დროული და ჯანმრთელი ახალშობილია. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია!

Share.