საქართველოში 55 წლის ქალბატონი პირველი შვილის დედა გახდა. ინფორმაციას ხონელიძის კლინიკა ავრცელებს, სადაც ირმა ოსაძემ იმშობიარა.
ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
“შეუძლებელი არაფერია! სასწაულები გრძელდება…14.07.2021, 15 : 37 წუთზე 55 წლის ასაკში ქალბატონმა ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება, მან ქვეყნად მოავლინა ულამაზესი გოგონა ანასტასია მეგრელი.დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ, ქალბატონ ირმას დიდი სურვილი აქვს რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს. “ხონელიძის კლინიკა” სრული შემადგენლობით ულოცავს ამ დიდ
ბედნიერებას მეგრელი-ოსაძეების ოჯახს.
გვიხარია რომ თქვენის დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები .თქვეთან ერთად შეგვიძ₾ია თამამად ვთქვათ რომ არასდროსაა გვიან გახდე მშობელი . უბრალოდ ყოვეთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რაც გვინდა, ვნატრობთ და გვჭირდება” – წერია ინფორმაციაში