სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა.
არსებული ინფორმაციით, 7 წლის ბავშვი და მანქანაში მყოფი პირები დაიწვნენ.
2 დაშავებული კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანა.
ისინი სენაკში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და
მარტვილიდან შემოვლითი გზით ბრუნდებოდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბავშვის ბაბუა, რომელიც საჭესთან იჯდა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
მძიმე მდგომარეობაშია მანქანაში ჩამწვარი 7 წლის ბავშვის მამაც.
წყარო:dainteresdi.club