თბილისში მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით მოზარდ გოგონას ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. ახალგაზრდა კაცმა მისი გადარჩენა სცადა – გადაარჩინა, თუმცა თავად ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გარდაცვლილი შოთა ქარსელაძეა. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ის რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, მან ცურვა არ იცოდა.”შოთა ქარსელაძე, რომელმაც დღეს მტკვარში მოზარდი გადაარჩინა და თავად დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში…
ამ რამდენიმე კვირის წინ, როცა გუმათჰესიდან ექსკურსიაზე მყოფი ბავშვი რიონში
გადავარდა სწორედ მან გადაარჩინა… დღეს კი მტკვარმა წაგვართვა მისი სიცოცხლე….
მშვიდად განისვენე ძმაო გოშე… გმირები არ კვდებიან ❗✊✊✊
იმედი მაქვს სახელმწიფო სათანადო პატივს მიაგებს სამოქალაქო გმირ შოთა ქარსელაძეს (გოშეს). 🖤🇬🇪🇬🇪🇬🇪” – წერს ლაშა მესხი