ანუკი არეშიძე „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს სამოსის ფოტოებსაც საკუთარი კოლექციებიდან და ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. მიუხედავად ამისა, ბოლოს გამოქვეყნებული ფოტოს ქვეშ ანუკის ერთ-ერთმა გამომწერმა ყურადღება ტანსაცმლის ფასებზე გაამახვილა: „ანუკი, გემოვნებიანი გოგო ხარ.მართლაც საუკეთესო და გამორჩეულ კოლექციას ქმნი ყოველთვის, მაგრამ ეს სიმართლეა და რეალობაა. არ უნდა გაგიკვირდეს და გეწყინოს,
საქართველოში საშუალო ფენაც კი ვერ გაწვდება თქვენს კოლექციას“ – წერია კომენტარში.
წყარო:ambavi.club