“9 წლის ბავშვი იჯდა საჭესთან მანქანა ვერ დაიმორჩილა და..” – ნახეთ ავარია რუსთავში

0

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა – 9 და 11 წლის ბავშვებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, შემდეგ კი იქვე მდგარ სხვა მანქანებს შეეჯახნენ.“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი გააჩერა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო, გამოიხედა და დაინახა, რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

გაირკვა, რომ ბავშვები ავტომობილს უთვალთვალებდნენ. როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა, ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესთან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ “ფოლკსვაგენის”, ხოლო შემდეგ “ტოიოტას” მარკის ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ბავშვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
წყარო:daqali.club

Share.