პატრულმა ავტობანზე, გზის გვერდულზე მდგომი ბებო შენიშნა.
აღმოჩნდა, რომ 80 წლის ქალი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო გორში მცხოვრებ შვილთან და შვილიშვილთან ქარელიდან ფეხით მიდიოდა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას პირბადე მისცეს, რის შემდეგაც სამსახურეობრივი ავტომობილით მოხუცი ქალბატონი გორში, შვილთან წაიყვანეს.