სამეგრელოში 28 წლის მამაკაცი 8 წლის ძმისშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას 2 წლის განმავლობაში აშანტაჟებდა, რომ არაფერი ეთქვა.მომხდარის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მოზარდმა ძალადობის ფაქტი დედას მოუყვა.დაკავების ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც უწყებაში გვითხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო,
რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.