“7 წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა დაბრუნებულიყავი?,ცხარე ცრემლებით ტირის ყველა..” – ნახეთ ახალგარდა ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

0

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, 44 წლის მაკა კაკაბაძე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მაკა. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… 7-წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები, ყველას ასე როგორ შეაყვარე თავი…

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოვება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?! ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი.“ – წერს სიხარულიძე.

Share.