ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა, მეორე კი მასზე პატარა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექისის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
წყარო:ambavi.club