“5 წლის ბავშვი გარდაიცვალა მოულოდნელად,საზარელი შემთხვევა არ იმსახურებდა ასეთ..” – ნახეთ ცნობილია სიკვდილის მიზეზი

0

ლაგოდეხში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
დაშავებულს, ათ დღეზე მეტია, რაც თბილისში მკურნალობდნენ, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მძიმე მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა.

ავარია სოფლების, შრომა-კავშირის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე, 27 ივნისს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედას გაუსხლტა ხელიდან და ქუჩაზე გადაირბინა.
ავტომანქანის მძღოლმა, დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მცირეწლოვანს შეეჯახა.

დაშავებული თავდაპირველად, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი თბილისში მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღეს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, თუმცა, დამდგარი შედეგის მიხედვით, სამართალდამცველებს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევთ.

Share.