“4 წლის შვილის თვალწინ აწამა და მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა

0

ქალაქ ოზურგეთში დილის საათებში მკვლელობა მოხდა. ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. მოკლული ქალი 39 წლის შუშანა გორგაძეა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო. ყოფილმა მეუღლემ მას ჯერ სცემა, შემდეგ კი აბაზანაში გაგუდა.
ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში ჯერ არ გადაუსვენებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს სახლში დედასთან ერთად 4 წლის ბავშვიც იმყოფებოდა.

როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, ყოფილი მეუღლე ქალზე წლების განმავლობაში ძალადობდა და მის მიმართ შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი ორჯერ. კაცი ციხეშიც იჯდა, თუმცა საპატიმროს დატოვების შემდეგ მან ძალადობა განაგრძო.

„ნორმალური ადამიანი მაგას შვილს მისცემდა? შერიგება უნდოდა… ადრე შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს“,- ამბობს ძმა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Share.