“4 შვილი ობლად დარჩა, ორსულად იყო..” – ნახეთ ვინ იყო ორსული ქალი, რომელიც საშინელ ავარიას ემსხვერპლა

0

ოზურგეთში, კერძოდ სოფელ მერიაში საშინელ ავარიას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული 4 შვილის დედა, მარინა მურვანიძე-ცერცვაძეა. როგორც ირკვევა ქალი მეხუთე ბავშვზე იყო ორსულად.როგორც სოფელში ამბობენ ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის , 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

”ენა დამიდუმე გული მომიკალი 😓😢😢😭😭😭😭😭😭😭არ მინდა დავიჯერო რომ ის მხიარული სახემომღიმარი გოგო რომ აღარ არის რატომ ღმერთო რატომ ძალიან მწარე ხარ მარი მენანები მენანები ძალიან 😭😭😭ნათელში იყოს შენი სული ჩემო გოგო” -წერს ახლობელი
წყარო:niustv.com

Share.